რეზონანსი
06.12.2019

  ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ასპარეზობა იუნიორებისა და სენიორების კატეგორიაში იმართება.

ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოდან მონაწილეობას მორის ყვითელაშვილი იღებს. უკვე გათამაშდა მედლები სპორტულ წყვილებს შორის, სადაც ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას დუეტი გამოდიოდა. ქართველმა მოციგურავეებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს, 142.54 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

მეორე და მესამე ადგილები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს. ეს გამარჯვება წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი დიდი ტურნირების წინ, როგორებიცაა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×