რეზონანსი
06.12.2019

  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანჩქერი ვიქტორია სრული დაშრობის საფრთხის წინაშე დგას. ზამბიასა და ზიმბაბვეს შორის მდებარე აფრიკის ერთ-ერთ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობაზე, რომელზეც ახლო წარსულში წყლის მჩქეფარე ნაკადები მიედინებოდა, წყლის ერთი წვლილი ზოლიღა შემორჩა, ხოლო მწვანე საფარი საძოვრებმა ჩაანაცვლეს.

  ჩანჩქერი ვიქტორია ძველად.

  ჩანჩქერი ვიქტორია ახლა.

ჩანჩქერზე წყლის დაშრობის მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ, რაც ადგილობრივ ლანდშაფტზე დრამატულად აისახა. ზამბიის პრეზიდენტმა, ედგარ ლუნგუმ დასავლელ ლიდერებს მიმართა, გარემოს დაცვის მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ.

როგორც ლუნგუმ Sky News-ს განუცხადა, კლიმატის ცვლილებები „სერიოზული და ნამდვილი პრობლემაა. საკვირველია, როცა ადამიანები ამას არად აგდებენ და ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებები რეალური არაა".

მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებები ზამბიაზე ნეგატიურად აისახება.

„წლის ამ პერიოდში ცოტა წყალი ნორმალურია, მაგრამ ჩანჩქერი არასდროს არ დამშრალა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ არ გვქონდა იმდენი წყალი, როგორც ძველად, მაგრამ ის დამშრალი არ ყოფილა", - აღნიშნა ლუნგუმ.

ჩანჩქერი ვიქტორიას დაშრობა რისკის ქვეშ აყენებს არა მარტო ზიმბაბვეს მოსახლეობას, არამედ გარშემო მდებარე ეროვნული პარკების ფლორასა და ფაუნას.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×