სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

      ეს არის აბსოლუტურად მკვდრადშობილი ინიციატივა, კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ აკაკი ზოიძემ ცოტა პირი მოიბანოს. იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ რამის შეცვლა სურთ ან ამის რესურსი აქვთ,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის აკაკი ზოიძის ინიციატივას გამოეხმაურა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

    გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა აკაკი ზოიძის პირადი მოსაზრება იყოს, თუმცა ექსპერტის აზრით, რეფერენდუმის ან პლებისციტის თაობაზე დაყენებულ ინიციატივას გაგრძელება არ ექნება.

    ხუხაშვილის აზრით, ინიციატივას პროცედურული თვალსაზრისითაც 2020 წლის არჩევნებისთვის პერსპექტივა არ აქვს.

    „აბსოლუტურად არარეალურია, რამდენადაც მესმის, პროცედურულადაც ვერ მოესწრება, შესაბამისი კანონი კონსტიტუციურად აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ ერთის მხრივ აკაკი ზოიძემ ცოტა პირი მოიბანოს და აჩვენოს, რომ საერთო მასაში რაღაცით გამორჩეულია, ანუ, პირად ამოცანას წყვეტს.მეორეს მხრივ, ახალ-ახალ სალაპარაკოს გვიჩენენ, მეტი არაფერი. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად მკვდრადშობილი ინიციატივა, ჩვენ რომ ვილაპარაკებთ, ამაზეა გათვლილი. იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ძალა ამხელა რეპუტაციულ ზარალზე წავიდა, დაპირება მთელი სამყაროს მიმართ, არამარტო საქართველოს, არამედ უცხოელების მიმართ უხეში ფორმით დაარღვია, იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ რამის შეცვლა სურთ ან ამის რესურსი აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ მანევრები ატარონ, გადაფარონ-გადმოფარონ, აქცენტები გადაიტანონ და რაღაც სისულელეებთან გვაქვს საქმე",-განაცხადა ხუხაშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მე   (23.11.2019)
    ზოიძეც და ოცნებაც უგულავა თაბაგარ ბერძენიშვილის, 126-ე მუხლი შემოგვაპარეს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×