სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

      „დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან მთავარ შეკითხვას - ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან განყენებულად განხილვა - შეცდომაა.

    „როდესაც ჩვენ დავდეთ სასწორის პინაზე ორი საკითხი - ერთი იყო ის, რომ უმრავლესობა აუცილებლად დაიშლებოდა, თუკი გავრიცხავდით 20-25 ადამიანს. მეორე იყო ის, რომ აუცილებლად უნდა ჩაატარო არჩევნები იმპერატიული მითითებით. რომ დავფიქრდით, უმრავლესობის დაშლა, შემდეგ ისეთი ადამიანების გარიცხვა, რომლებმაც დასვეს ერთი ძალიან ლოგიკური შეკითხვა: ჩვენ 2019 წლის 24 ივნისს გამოვაცხადეთ, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, რაც ჩვენი ინიციატივით, 2024 წლიდან 2020 წელს გადმოვიტანეთ. კინაღამ 2020 წელიც გავიტანეთ, მათი ბოიკოტი რომ არა, უკვე კონსტიტუციაში იქნებოდა. ის მინდა ვთქვა, რაც არ მითქვამს და რა დევს ამ განცხადების უკან: დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა მთავარ შეკითხვას ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან: კი მაგრამ, ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა? თუ არადა, მიიღებთ ისრაელში რაც ხდება ახლა - პრაქტიკულად, კრიზისია.

    მეორე საკითხი არის ის, რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება" გაიწია, ერთმანეთში როგორ დაალაგებენ? ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", შეიკვრებიან, მაგრამ იქ არის „პატრიოტთა ალიანსი", „ლეიბორისტები". ისინი რა პროდუქტს შექმნიან? მით უმეტეს, „ქართული ოცნება" ხომ არ გაქრება, არსებობს. რა პროდუქტი უნდა შექმნან ისეთი, რომელიც ქვეყანას სტაბილურობას შეუნარჩუნებს",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

    უმრავლესობის ლიდერის თქმით, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება.

    „რა არის ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის - დავშალოთ უმრავლესობა, დავშალოთ მთავრობა, ვერ მივიღოთ ბიუჯეტი და არის თუ არა ბიუჯეტის თემა შეფარული მიზეზი იმისა, რაც დღეს ხდება? გადახედეთ ბიუჯეტს: მასწავლებლების ხელფასები იზრდება, სამუშაო ადგილები იზრდება. ჯერ მარტო, წყალტუბო დაასაქმებს 15 ათას ადამიანს, ასევე, აბასთუმანი, ქუთაისში უკვე დაიწყო ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა, იზრდება საპენსიო და სოციალური პაკეტები", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (23.11.2019)
    Уриеби чквиани халхиа, шен вис даемсгавсе?

    ლინდა   (23.11.2019)
    შე ვირთხა კაცუნავ! რა გამწარებული ახსენებ მხოლოდ ნაცების სახელს, შე ვირთხავ, მართლა გავიწყდება, რომ მომიტინგეთა შორის და თქვენს საწინააღმდეგოდ სრულადაა გაერთიანებული არსებული ოპოზიცია. მე არ ვლაპარაკობ სატელიტებზე - მარშსა და პატრიოტებზე და რა თქმა უნდა ბიძოს ახალორგანიზაციებზე პანტა-პუნტასავით რომ აყალიბებენ! ქვეყნის დამანგრევლებო, აღარ ჭრის თქვენი აბსურდული ბღავილი! სრულად ხართ გაშიფრულები, მხოლოდ ზიზღს და დიდი სიძულვილს იმკით თახსირო ქოცვირთხებო!

    nnn   (23.11.2019)
    მთავარი ფეიკი ხართ თქვენ და არა სხვა ვინმე

    მე   (23.11.2019)
    ვოლსკი გარეთ მყოფი მომიტინგე ლგბტ-ე თემს ნეტავი გამაგებინა რითი ამჯობინებ თავს, შენ მხარი დაუჭირე 126-ე მუხლს და ამით ლგბტ თემი თავზე დაგვასი

    ია   (22.11.2019)
    ჯანმრთელობის დაფინანსების შემცირება რატომღა მოგივიდათ თავში?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×