რეზონანსი
22.11.2019

(რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, შვილის დაკავებას ეხმაურება და სოლიდარობისთვის ყველას მადლობას უხდის.

მისი თქმით, მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან.

„როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა. დიდი მადლობა სოლიდარობისთვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან. ასეთია ისტორიული კანონზომიერება",- წერს შალვა ნათელაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილის შვილია.

დაკავებულებს შორის ასევე არიან „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები - ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×