რეზონანსი
22.11.2019

(რეზონანსი) ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფლე ფარეხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული 24 წლისები არიან. მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

"სამხრეთ კარიბჭეს" ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებული, ახალციხელები არიან. სამ მეგობარს თ.ს, გ.თ და მ.კ-ს ავარია „ლექსუსის" მარკის მანქანით მოუვიდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიისას მძიმედ დაშავებული მესამე ახალგაზრდაც დაიღუპა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ის საოპერაციაში შეიყვანეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა. მანქანის ნაწილები კი დაახლოებით 20 მეტრის მანძილზეა მიმოფანტული.

ავტომობილს გ.თ მართავდა, ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×