სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

    (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

    მათივე განმარტებით, ასევე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მცხეთაში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული მეორე პირიც - „ქართული ოცნების" მხარდამჭერი.

    "22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

    პარტია "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×