სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

    (რეზონანსი) კვლევებზე ორიენტირებული „მითების დეტექტორი" ფეისბუკ გვერდი "გიორგი აღაპიშვილის ბლოგზე", სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ის რეალური ადამიანის ფოტოს არ იყენებს.

    „გიორგი აღაპიშვილის ბლოგი", რომელიც პრო-სახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოს იყენებს", - წერს მითების დეტექტორი.

    "მითების დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გიორგი აღაპიშვილის ბლოგის" პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს და ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები აჩვენებს, რომ ფოტო პროპგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის.

    აღნიშნული გვერდი 2019 წლის, 20 ივნისის მოვლენებიდან 1 თვის თავზე შეიქმნა და მას 3 ადმინისტრატორი ჰყავს. გვერდს 21 ნოემბრის მდგომარეობით 1 895 მოწონება და 2 027 გამომწერი ჰყავს.

    "მითების დეტექტორის" მიხედვით, პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ის ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო ასევე მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.

    "მითების დეტექტორი" აღნიშნავს, რომ დისკრედიტაციის გარდა, აღაპიშვილის ბლოგზე ვხვდებით ხელისუფლების, კერძოდ კი გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის საქებარ პოსტებს. ორგანიზაციისვე ცნობით, "გიორგი აღაპიშვილის ბლოგის" პოსტებს რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად აშუქებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×