რეზონანსი
22.11.2019

28 წლის მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძე მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტის დი­აგ­ნო­ზით 2019 წლის 21 მარტს ბა­თუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­ხდარ­ში ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრის" და რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­პერ­სო­ნალს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო ნა­ხე­ვარ წელ­ზე მე­ტია იკ­ვლევს.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ას­რუ­ლა ფუტ­კა­რა­ძის საქ­მის მოკ­ვლე­ვა და დას­კვნა, რო­მე­ლიც ექი­მე­ბის შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მებ­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გულ­გრი­ლო­ბის სა­კი­თხებს სწავ­ლობ­და, გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თან­ხმო­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში AMBEBI.GE-ს გად­აე­ცე­მა. პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან და მი­იჩ­ნე­ვენ რომ, პრო­ცე­სე­ბი ფორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად ჭი­ა­ნურ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტის დედა ნარ­გიზ ქა­თა­მა­ძე ამ­ბობს, რომ დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია ხუთი ექი­მის გა­დაც­დო­მა­ზე, რო­მელ­თა­გან ორს პა­ცი­ენ­ტთან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ხოლო ის ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ იღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, დას­კვნა­ში ნახ­სე­ნე­ბიც არ არი­ან:

"ჩემი მთა­ვა­რი პრე­ტენ­ზია მი­მარ­თუ­ლია ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი­სად­მი. მათ და­მი­ღუ­პეს და მო­მიკ­ლეს შვი­ლი! ყვე­ლა­ზე მე­ტად ვა­და­ნა­შა­უ­ლებ რა­დი­ო­ლოგ ეკა ფუტ­კა­რა­ძეს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია. რო­დე­საც მან ექოს­კო­პია გა­და­უ­ღო ჩემს შვილს, ვერ და­ი­ნა­ხა აპენ­დი­ცი­ტის ნიშ­ნე­ბი.

ეკა ფუტ­კა­რა­ძის მამა არის ცნო­ბი­ლი ექი­მი აჭა­რა­ში და რო­გორც ვიცი, გავ­ლე­ნე­ბი აქვს აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. ახლა ალ­ბათ მიხ­ვდე­ბით, რა­ტომ არ იმ­სჯე­ლა რა­დი­ო­ლო­გი ფუტ­კა­რა­ძის შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მებ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ. ის არც კი არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ამ დას­კვნა­ში.

ამას­წი­ნათ გა­ვი­გე, რომ ეკა ფუტ­კა­რა­ძის მა­მას გა­უვრცე­ლე­ბია ხმე­ბი, თით­ქოს მე­ლა­ნო ად­რეც ავად­მყო­ფობ­და და ჩვენ სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში დაგ­ვყავ­და, რაც არის სიც­რუე. ბავ­შვი იყო სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი!

მი­ვე­დი მას­თან კა­ბი­ნეტ­ში, მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ ასე­თი რამე-მეთ­ქი და არც მო­მის­მი­ნა, აიღო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის სუ­რა­თი, კე­დელ­ზე მი­ა­ნარ­ცხა და პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, გა­მო­მაგ­დო კა­ბი­ნე­ტი­დან!" - აღნიშნა ნარ­გიზ ქა­თა­მა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×