სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სეზონურ ვირუსს, რა ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს რა გზას შეიძლება მივმართოთ პრევენციისთვის, "პირველის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს.და

    იმნაძე "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა.

    "ზამთარში რომ ვირუსი იქნება ეს მგონი გასაკვირი არ არის. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი საქართველოში არ დაფიქსირებულა, არ გამოჩენილა. გარკვეული გაციების ვირუსები ცირკულირებს და ინფორმაცია ყოველ კვირეულად იდება ჩვენს ვებ-გვერდზე", - აღნიშნა იმნაძემ.

    რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, იმნაძის თქმით, მას მოხუცები და მცირეწლოვნები მიეკუთვნებიან.

    "მათ შეიძლება მძიმედ გადაიტანონ ხოლმე. დანარჩენი ძირითადად ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ვისაც, ასე ვთქვათ, სახელმწიფო უფასოდ ცრის. დღეისათვის, 60 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი საქართველოში უფასო სახელმწიფო პროგრამით.

    მთავარია ვირუსს დროზე მიხედოთ, ნუ გაუთამამდებით, თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა და გრიპის მაგვარი დაავადებები, აუცილებლად დარჩით სახლში და დაისვენეთ. ვირუსი თუ ეხება ბავშვს არ უნდა გაუშვათ სკოლასა და ბაღში. დასვენებული ორგანიზმი თვითონ მოერევა გრიპის მაგვარ ვირუსებს",- აღნიშნა იმნაძემ.

    ჟურნალისტის კითხვაზე რა შეიძლება პრევენციისთვის გაკეთდეს - იმნაძე ამბობს, რომ ყველაზე კარგი პრევენცია ვაქცინაა.

    "ოღონდ გრიპის ვაქცინასაც არ აქვს 100%-იანი დაცვა, 60 %-ს იცავს. ასევე, სასურველია ხელების ხშირი დაბანა და იმ ოთახის განიავება, სადაც ბევრი ხალხია", - დასძინა პაატა იმნაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×