სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) თბილისიდან კახეთისკენ, სულ რაღაც ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს სოფელი პატარძეული. გოგლა ლეონიძის მშობლიური სოფელი, რომელსაც პოეტმა ლექსიც მიუძღვნა.

    ამ პატარა, ლამაზი სოფლის მცხოვრებლებს ბოლო წლებში სერიოზული თავსატეხი გაუჩნდათ - სოფელი ონკოდაავადებებმა მოიცვა. ადგილზე გვიყვებიან, რომ სიმსივნით სოფელში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა - ასაკოვანიც და ახალგაზრდაც. ამჟამადაც, სოფლის ათობით მცოხვრებს ონკოპაციენტის სტატუსი აქვს.

    ზოგი ამ საშიში დაავადების გავრცელებას სოფლის განაპირას მდებარე ნავთობის ჭაბურღილს უკავშირებს, რომელსაც ოფიციალურად ჩეხური კომპანია მართავს. მოსახლეობამ წყალიც შეამოწმებინა, მაგრამ საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

    „პატარძეულში რომ იღუპება სიმსივნით ხალხი, მაგდენი არ ვიცი სადმე იღუპებოდესო. ახალგაზრდებიც, მოხუცებიც. შხამქიმიკატებს ვაბრალებდით ამ ყველაფერს, ხო მოქმედებს ეგ ჩვენზე. წყალი შეამოწმეს რამდენჯერმე და იქ არაფერი იყო. ვფიქრობ ნარჩენები რომ იწვება იმის გამონაბოლქვი გვწამლის", - ამბობს გიორგი უნაფქოშვილი.

    „გახშირდა კი ეგეთი რამეები, მაგრამ რისგან არის გამოწვეული კაცმა არ იცის. ბევრს აქვს კიბო, მაგრამ რა იწვევს და რატომ მოედო ასე ძალიან, მაგას ვინ იტყვის აბა", - ზაქარია უნაფქოშვილი.

    „ბევრჯერ იყო მაგ ჭაბურღილზე საუბარი, ამბობენ ვიღაცები, რომ შეიძლება მაგისგან იყოს გამოწვეული, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრათ აბა... დაბინძურებულია სოფელში წყაროს წყალიც მოუვლელობის გამო. ჩვენი ჭები გვაქვს და სასმელ წყალს იქიდან ვიღებთ", - მიხეილ უსტიაშვილი.

    „როცა პირველ შემოვიდა ეგ კომპანია ჩვენთან , მაშინ იყო კი ჩიყვის ბუმი. მერე ჩაატარეს გამოკვლევები და არაა ამის ბრალიო. ადრე 5-6 ფაკელი იყო, იწვოდა ეს ნარჩენები და სოფელს ფარდასავით ჰქონდა გადაფარებული ნისლი. ახლა ვეღარ ვიტყვი რომ იგივე ხდება", - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

    „ჭაბურღილიდან 1 კილომეტრში ვცხოვრობ . ჭაბურღილიც აქვეა და ბაზაც, მაგრამ სახელად არ ჰქვია პატარძეულის , ნინოწმინდის ჭაბურღილს ეძახიან. ონკოლოგიური პაციენტი ვარ. 5 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. რა თქმა უნდა, რაღაც მექნებოდა და მერე ამ მოწამლულმა ჰაერმა შეუწყო ხელი ყველაფერს. ბევრნი არიან კიდევ ჩემნაირი დაავადებით პატარძეულში. ცუდ სუნიც ტრიალებს ჰაერში, ამბობენ გაზი რომ იწვის იმის სუნიაო, მაგრამ გაზს სხვანაირი სუნი აქვს, ეს კიდევ სხვაა", - გვიყვება პატარძეული მაცხოვრებელი.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×