სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიაში თბილისისთვის შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში ჩავიდა.

    "დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა", - აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

    2019 წლის საშობაო ნაძვის ხე თბილისის ბიუჯეტს 304 848 ევრო უჯდება, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 996 853 ლარია. ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდება თბილისისი ქუჩების ნაწილი.

    ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე უჯდება, ერთწლიანი გარანტია აქვს, თბილისის მერიას კი 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა ჩაბარედეს. მისი განათება ციმციმა LED განათებით იგეგმება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლელა   (21.11.2019)
    არ გრცხვენია კარლო, აქ ამდენი ბავშვი შიმშილობს, თანაც საქართველოში ნაძვი დაილია?,მაგ ფულიდან რამდენი დაგრჩა პირადად შენ? თუ იტალიელებთან ხარ შეკრული? მოგეკითხება კარლო აუცილებლად, შვილები არ გეცოდება?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×