რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) ხვალ, 22 ნოემბერს, ზვიად კუპრავა სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

რამდენიმე თვეა, რაც სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდის.

"როგორც იქნა, დასრულდა ჯოჯოხეთური ცხრა თვე, ძალიან რთული და მძიმე დღეები ჩავაბარეთ წარსულს. მეგობრებო, ხვალ ზვიადი დატოვებს საპატიმროს და ვისაც აქვს სურვილი დახვედრის, ყველას გელოდებით გლდანის #8 დაწესებულების ეზოში, დილის 09:00-დან 10:00 სთ-მდე? ივანიშვილ, გახარიას პირადი პატიმარი ტოვებს საპატიმროს და შემოგვიერთდება ბრძოლის ველზე, სადაც წყდება ქვეყნის ბედი.

ზვიადი იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებამდე! ბიძინა, შენი პირადი პატიმარი ტოვებს საპყრობილეს და ძალიან მალე დანარჩენებიც დატოვებენ და აი, მაშინ, ბატონო ბიძინა, წასულია შენი საქმე! შენი დღეები დათვლილია ამ ქვეყანაში!", - წერს ფეისბუქზე ზვიად კუპრავას მეუღელე, ხატია თორდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×