რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არსებული წინასწარი დაკავების იზოლატორები ჩვეულებრივი საწამებელია.

„ჩვენი წინასწარი დაკავების იზოლატორები, სადაც ადმინისტრაციულ პატიმრობას ახდევინებენ ადამიანებს არის ჩვეულებრივი საწამებელი. არაფრით არ შეიძლება მანდ 48 საათზე მეტი დროით აყოვნებდე ადამიანს. ის 14 ღამე რომელიც 2 წლის წინ მანდ გავატარე სასამართლოზე აგურის სროლის შემდეგ ძალიან მძიმე გამოცდა იყო ფსიქიკისთვის. თვეები გლდანის ციხეში არაფერია მანდ გატარებულ დღეებთან: მიწის ქვეშ, სიბნელე, საშინელი მბჟუტავი განათება, ვენტილაციის საზიზღარი ზუზუნი, აქეთ-იქიდან შიგადაშიგ ახლადდაპატიმრებულების სასოწარკვეთილი შეძახილები.

ნუ ჩემთან საქმეს ისიც ართულებდა რომ სრულიად მარტო ვიყავი, არავინ შემომისახლეს. იმედია გუშინ დაკავებულებს ასე არ მოექცევიან. აუცილებლად საფიქრალი და სამუშაო ამაზე. აბსოლიტურად არაადამიანურია, უბრალოდ არ შეიძლება მანდ პატიმრის 2 დღეზე დიდი დროით გაჩერება. პატიმრებზე მომუშავე ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მეტი ყურადღება მართებთ. სოლიდარობა ყველა პატიმარს!", - წერს წიქარიშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×