რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) ბათუმში, ერთ-ერთ კერძო ბაღში, 2 წლის ბავშვი ჯგუფელმა დაკბინა. ამის შესახებ მშობელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბაღის დირექტორი არ მალავს, რომ გოგონას ჯგუფელმა მართლაც უკბინა. ჰყვება, რომ პატარას ყინულის საფენები დაადეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. ლეილა აბაშიძე ირწმუნება, რომ ძიძას და მასწავლებელს საყვედური გამოუცხადა.

კერძო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე 54 ბავშვი სწავლობს, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხსნა. ბაღში დამონტაჟებული არ არის კამერები.

მშობელი სტატუსში გულგრილობასა და უპასუხისხმგებლობაზე საუბრობდა. „დაიცავით ბავშვის უფლებები" - წერდა მარიამის დედა სოციალურ ქსელში.

„გულგრილობას ვერ ვიტყვი, ძიძას და მასწავლებელიც ბავშვებზე გადაყოლილები არიან. ორივემ საყვედური მიიღო, ალბათ უყურადღებობა იყო, არ უნდა მომხდარიყო. მე მინდა მშობელი იყოს კმაყოფილი და ბავშვი იყოს კარგად. დიდი პასუხიმგებლობა მაკისრია და ვღელავ, ასეთი შემთხვევისგან არცერთი ბაღი არაა დაზღვეული" - უთხრა მაუწყებელს ლეილა აბაშიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×