სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    საქართველოში, თბილისში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო მასშტაბით – პაციენტი ორი გამსკდარი ანევრიზმით (გულმკერდში და მუცლის ღრუში), რომელიც სასიცოცხლო ჩვენებით შევიდა აკად. ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, ექიმებმა, პრაქტიკულად, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. 78 წლის მამაკაცი 6-კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ კლინიკიდან უკვე გაეწერა და სახლში განაგრძობს ხანგრძლივ, ურთულესი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას.

    "ოპერაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთბაშად გასკდა ორი ანევრიზმა და ჩვენ ამას გავართვით თავი. ეს არის სიამაყე ქართული მედიცინის, მარტო ჩვენი კლინიკის კი არა. საქართველოში ეს ხდება და მე ეს ძალიან მეამაყება. მე კლინიკის დირექტორი ვარ და არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ მეამაყება, რომ ჩვენმა გუნდმა ამას თავი გაართვა. გაუღიმა ამ ადამიანს ბედმა, რომ მოხვდა იმ კლინიკაში, სადაც კეთდება ყველა სახის რეკონსტრუქციული ოპერაციები.

    ანევრიზმა არის გაფართოებული სისხლძარღვი, რომლის კედელი გამობერილია, თუმცა მთლიანობა შენარჩუნებულია. გასაგები რომ იყოს, პაციენტებს ასე ვუხსნი ხოლმე: ანევრიზმა „ბაბონივითაა“, რომ სკდება ეს „ბაბონი“ (ანევრიზმა), სისხლძარღვის კედლის მთლიანობა ირღვევა და სისხლი ორგანიზმში იღვრება.

    78 წლის პაციენტი შემოვიდა გამსკდარი ანევრიზმით გულმკერდის არეში და ვიდრე შევიყვანეთ საოპერაციოში, მუცლის ღრუშიც რომ იყო ასეთი „ბაბონი“ (ანევრიზმა), ისიც გასკდა. უმძიმესი შემთხვევა იყო, ერთბაშად ორი ანევრიზმა გასკდა და სისხლი იღვრებოდა გულმკერდში და მუცლის ღრუში. საერთოდ წარმოუდგენელი იყო ამ პაციენტის გადარჩენა, იმიტომ რომ მარტო ერთი გამსკდარი ანევრიზმის დროს პაციენტების 60-70 პროცენტი იღუპება. ამ პაციენტს ორი ანევრიზმა ერთბაშად გაუსკდა იზოლირებულად, სხვადასხვა ღრუში. მე ლიტერატურაში ვერ მოვნახე, რომ ერთბაშად გასკდეს გულმკერდის ანევრიზმა და მუცლის აორტის ანევრიზმა. ეს არ ხდება, სკდება ან ერთი, ან მეორე არტერია.

    ოპერაციის უნიკალურობა იმაშია, რომ ერთბაშად ჩაეკერა ხელოვნური სისხლძარღვი გულმკერდის არეში და ჩაეკერა ხელოვნური სისხლძარღვი მუცლის ღრუში. ეს ყველაფერი ხდებოდა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის მეშვეობით, რადგან თირკმლის უკმარისობა განვითარდა: ეს ჩვეულებრივ მოსალოდნელი იყო, ხელოვნური თირკმლის აპარატზე იყო ჩართული. წარმოიდგინეთ, ადამიანს 5 ლ სისხლი აქვს და 2,5 ლ რომ დაიკარგება. რეაბილიტაციის დროს ისევ ამუშავდა პაციენტის თირკმელები  და იგი კლინიკიდან გაეწერა" - განაცხადა ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორმა კონსტანტინე ყიფიანმა.

    nostal.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Maia katibashvili   (21.11.2019)
    Namdvilad bedma gaugima im kacs tkvens xelshi rom agmochndasauketeso ekimebi da adamianebi brdzandebit gaixaret madloba kvela gadarchenili pacientis saxelit

    მედეა   (21.11.2019)
    გ ი ლ ო ც ა ვ თ! ძლივს გაბედა მედიამ და კ ა რ გ ი ამბავი გვამცნო, გაეპარათ ალბათ, თორემ სულ უარყოფითი ამბების მოსასმენად და წასაკითხად ვყავართ გამეტებული ჩვენს ჟურნალისტებს. "ეს ერთი და სხვა მრავალი".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×