რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ამის შესახებ „კვირას" სუს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, „საოკუპაციო რეჟიმის ნებისმიერი ქმედება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას".

"საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები", - აცხადებენ სუს-ში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "კგბ"-მ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო სუაბრების სტენოგრამა გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×