სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდში რჩებიან ინგლისურის მცოდნეები", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატებზე საუბრისას „რუსთავი 2"-თან განაცხადა.

    მისი თქმით, გარდა ინგლისურისა, „ქართულ ოცნებაში" სხვა ენის მცოდნეებიც არიან.

    "მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, გერმანულის და სხვა ევროპული და არა ევროპული ენების მცოდნეები. ამის პრობლემა საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის და არ იქნება. ამის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული კანდიდატი იყოს შერჩეული თავისი პროფესიონალიზმით", - თქვა იონათამიშვილმა.

    პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის მარიამ ჯაშმაც, რომელიც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    121   (21.11.2019)
    დიდი რეჟისორი რომ არის ქანთარია , მოგინი ესპანურადაც კითხულობს, ეხლა ბალეტის დადგმას აპირებს , მისი მონაწილეობით.

    მედეა   (21.11.2019)
    კონსტანტინე გამსახურდია თარჯიმანს იყენებდა --პრინციპულად არ საუბრობდა სტუმართან მის ენაზე.მარიამ ჯაშის წასვლა გულსაწყვეტი არ არის, სადაც იყო- მნიშვნელოვანი საქმეები არ აქვს გაკეთებული. მადლობა თქვას, რომ ვიტანდით, მაგისთანების ბრალია უ ნ ი ა თ ო რომ ქვია "ოცნებას".

    კიიი კიიი   (21.11.2019)
    კი კი იციან მარააა ვერ საუბრობენ, ვაი შენს პატრონს. ჩმო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×