სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) 22-23 ნოემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, მოთოვოს, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

    „21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

    მათივე ცნობით, 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, ღამის საათებში თბილისში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×