სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი კვირეულის „მე ვირჩევ თანასწორობას" ჩატარებას აპროტესტებს. ის აცხადებს, რომ კვირეული სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებაში ტარდება და მისი მიზანი ლგბტქი თემის საკითხების პროპაგანდაა.

    გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს მსგავსი ტიპის ლექციების ჩატარებას. ის იმ დაწესებულებების პიკეტირებას გეგმავს, სადაც ლექციებია დაგეგმილი. ფალავანდიშვილი ასევე მოითხოვს, დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მთავრობა ეწევა ლგბტ თემის პროპაგანდას.

    „შევიტყვეთ, რომ 15-ში დაიწყო ლგბტ კვირეული საქართველოში. ამ კვირეულს ჰქვია „მე ვირჩევ თანასწორობას". სკოლებში და სხვადასხვა უწყებაში ეწყობა ლექციები, მაგალითად ევროპულ სკოლაში იმართება გენდერზე ლექცია. ვაპირებთ, მივიდეთ და პიკეტი გავაკეთოთ. მოვითხოვთ გაუქმებას. ასევე, მივდივართ გლდანის სასწავლო ცენტრში, სადაც სამხედროებსა და პოლიციელებს წვრთნიან. მათ თურმე ასწავლიან, რომ ჰომოფობია ის, ვინც ჰომოსექსუალს ებრძვის და უნდა დაიჭირონ ის ხალხი, ვინც ამას უარყოფს.

    ხვალ ასევე ვაპირებთ 12:00-ზე ევროსაბჭოში გაპროტესტებას. ევროსაბჭოსა და გაერო-ში დიდი მაფიაა, რომელიც ახდენს ამის პროპაგანდას და ამაში ფულსაც იღებენ. ამ კვირეულს ატარებენ ყოფილი ზონდერები ანა აბაშიძე და სხვა ცნობილი ლგბტ აქტივისტები. ჩვენ მივალთ განათლების სამინისტროსთან, სადაც იქნება მთავარი პიკეტირება. ჩვენი მოთხოვნაა, დადგეს არა მარტო ჩხენკელის, არამედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს მათი უდიდესი დანაშაულია", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×