რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც „კონსერვატორებთან" ერთად ახალ ფრაქციაში გაერთიანდებიან, გეი ქორწინებასა და მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს არ უნდა უჭერდნენ.

„მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონეები, მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები, იყვნენ ოჯახის, ჯარისა და იმ ღირებულებების მქონე, როგორც ეს ჩვენი - „კონსერვატიული პარტიის" ღირებულებებში აისახება.

ეს არის ჩვენთვის ფილტრი, რომელიც გადაწყვეტილებას მიგვაღებინებს ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ფრაქციის შექმნა არ არის დამოკიდებული ჩვენზე, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა რესურსი არსებობს პარლამენტში",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×