რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) ბავშვურია ის ქცევა, რასაც ოპოზიცია ასეთი სერიოზული სახით ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ოპოზიციის გეგმაზე „მაინც დავაბოქლომებ" კომენტირებისას განუცხადა.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვენ, მოქმედების რეალური გეგმა არ გააჩნია და გათვლას ემოციებზე აკეთებს, რაც მისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ბოქლომებით ბავშვები ერთობიან. ბავშვურია ის ქცევა, რასაც ოპოზიცია ასეთი სერიოზული სახით ახორციელებს. ეს ემოციებიც ბავშვურია, სერიოზული შედეგი ამას რა შეიძლება მოჰყვეს? ფაქტობრივად, ეს სიმბოლური ჟესტი თვითონ ოპოზიციის გულისფხანას ემსახურება, სხვას არაფერს.

ამისთვის გეგმის დარქმევა ძნელია, ეს არის ემოციის გადმონთხევა, მეტი არაფერი. გეგმა არის დროში გაწერილი, რომლის ბოლოს არის შედეგი, ბოქლომის დაკიდებამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს?

რატომ უნდა აპირებდეს ხელისუფლება დათმობაზე წასვლას? მაკრონის ხელისუფლება წავიდა დათმობაზე გაცილებით უფრო მასშტაბური აქციების ფონზე? მაკრონი ხომ ევროპაა, საფრანგეთია. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ თუ დემოკრატიაა, უნდა დათმოს. დემოკრატიაა საფრანგეთში, მაგრამ დათმო? ტონშიც ეტყობა და სტილშიც ოპოზიციას ემოციურობა და ეს არ ტოვებს მოსახლეობაში იმ შთაბეჭდილებას, რომ ამ ემოციურ ადამიანებს, ღობეზე ჯაჭვის დამკიდებელ ადამიანებს სახელმწიფო შეიძლება ანდო. ასეთი სტილი მომგებიანი არ იქნება, სააკაშვილს ცუდი სამსახური მაგან გაუწია, რომ რაღაც ფრაგმენტებში სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, თუმცა, ასეთი რამ არც სააკაშვილს უქნია,"- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×