რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფოფხაძემ განაცხადა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების" მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.

„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი", - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ გაცდენების გამო, სხვა დეპუტატებიც დაჯარიმდნენ.

„გედევან ფოფხაძის გამოსვლა უსაფუძვლო იყო. ამ დარბაზში არიან სხვებიც, ვინც დაჯარიმდნენ", - აღნიშნა ხაბარელმა.

რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული სხდომების გაცდენის გამო, ასევე კომიტეტების სხდომის გაცდენის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×