სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს და მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს.

    მეუფე იაკობის განცხადებით, არც ერთ ხელისუფლებას ხალხის წინააღმდეგ არ გაუმარჯვია და გამონაკლისი ამ კუთხით არც "ქართლი ოცნება" იქნება.

    პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის თქმით, დღეს მმართველი პარტია დგას ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე, გაიმეორონ იგივე პოლიტიკური ბედი, რაც წინა ხელისუფლებებს გადახდათ.

    "ძალა არის ხალხთან, ვერანაირ ნაბიჯებზე ვერ წავლენ, ძალა არის იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება, მთავარია ხალხი. ერთპარტიული მმართველობის გზით, თვითონაც ევროპაში ფიქრობენ, რომ შორს ვერ წავალთ. შევარდნაძის დროს ლამის დაღუპა ამ ტიპის მმართველობამ საქართველო, მიშას დროს ლამის დაღუპა საქართველო, მერე გაკეთებულიც აღარ ჩანს ხოლმე. შეხედეთ, როგორ მთავრდება ჯერ გამსახურდია გააძევეს საქართველოდან, მერე მოკლეს და მის გარემოცვას რაც მოუვიდა ვნახეთ, ზოგი გაიქცა, ზოგი დაიჭირეს. შევარდნაძე ფაქტობრივად კრწანისში იყო, მაგის გარემოცვიდანაც ბევრი გაიქცა, ბევრი დაიჭირეს. სააკაშვილსაც იგივე მოუვიდა პირველი ოქტომბერი დამთავრებული არ იყო დაიჭირეს მისი გარემოცვის წევრები" - განაცხადა მეუფე იაკობმა „მთავარ არხთან" მიცემულ ინტერვიუში.

    მღვდელმთავარი, მას და მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გაქვს ბოლშევიკებს.

    "პოლიტიკოსებს ვუყურე და ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებდნენ ეკლესიის მისამართით, ცუდი უნდათ. თვითონ ისჯიან თავს, ან რობოკოპებით მისცხებენ, ან ღმერთისგან უარესს მიიღებენ, ამიტომ ეკლესიასთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ. ბრიუსელში საღად აზროვნებენ. ჩვენთან არის ბოლშევიკები, რაც მოვიდა ყველა ხელისუფლება ბოლშევიკი ხდება. არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება" - დასძინა მეუფე იაკობმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    მიშა მაგარიააააააააა   (21.11.2019)
    მიშა მაგარიააააააააააააააააა გასკდით 1 უჯრედიანო ქოცებო გულზეეე.... მიშას ფეხის ფრჩხილიც ვერ გახდება მტელი საქოცეთი.... ყველა უსაქმური კრიმინალი ბირჟავიკი ქოცია, იმიტო რომ ეგეთები ვერ ბოგინობდნენ მიშას დროს და ეხლა ყველანაირად ყვე;აფერს აკეთებენ რადგან დანაშაულის შიშ არ აქვთ

    ლინდა   (21.11.2019)
    გიორგის! შე საცოდავო ზომბერქოცო, ასე რამ გადაგრია!? ეტყობა ყაჩაღობის გამო მიშას დროს ციხეში იყავი გამომწყვდეული და ამ კრიმინალმა ხელისუფლებამ გაგანთავისუფლა. შენს კომენტარებს ვკითხულობ და მეცოდები, სულ არ გადაირიო, მაინც ქართველი ხარ და ამდენ გიჟებში შენი მიმატებაც აღარ გვინდა!

    ლინდა   (21.11.2019)
    უაღრესად დიდ პატივს გცემთ, სწორედ თქვენი წინა განცხადებებიდან გამომდინარე, რითიც კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ამ ხელისუფლებას და მათ გაიძვერობას. ღმერთი დაიცავს საქართველოს ამ შავი ჭირის -ქოცბანდებისაგან!

    Giorgi   (21.11.2019)
    Nacionalebo MoGityant gageba rwmena ojaxebi dagajvit saakashvilis droshaze da dedis mutelshi


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×