სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

    ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფეჩის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ, საღამოს 5 საათისთვის გაჩნდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებული არ არის. ხანძრის კერა დასახლებული პონქტიდან მოშორებით მდებარეობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

    ცაგერის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, გაგა ბერიძის განცხადებით ტყეში ცეცხლი ბუჩქანრსა და ეკალ-ბარდებს უკიდია დაახლოებით, 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

    „დაახლოებით 5 ჰექტარი ტერიტორია იწვის და ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალბარდებსაა მოდებული, ღამემ გაართულა ხილვადობა და მუშაობაც, და დილით როგორც კი ხილვადობა იქნება სალიკვიდაციო სამუშაოები გაგრძელდება",-განაცხადა გაგა ბერიძემ.

    წყარო: "რეგიონალური კვირა"

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×