რეზონანსი
20.11.2019

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მერიის წინ პერფორმანსი გამართეს და სტაფილოებით "ბიძინა" დაწერეს. მათ თითო სტაფილოზე იმ დეპუტატების სახელები დაწერეს, რომელთაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამით გამოხატეს პროტესტი მოპარული საარჩევნო სისტემის გამო.

"ჩვენ მშვიდობიან აქციას ვმართავთ, მაგრამ დაგვხვდნენ ძალადობით. მხოლოდ სტაფილო მოვიტანეთ და ვუთხარით ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია დალიოს სტაფილოს წვენი, რადგან მალე დავასრულებთ," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ დღესვე, სიმბოლურად მერიის მოაჯირზე ბოქლომი შეაბეს და გასაღები მოქალაქეებს მისცეს. აქციის დასასრულს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×