სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

      ზემო ფონიჭალაში იმ უბნის მაცხოვრებლები, სადაც ბერი ნიკოლოზის სახელით ცნობილი ნარიმან მაქარაშვილი ცხოვრობს, არსებულ რთულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერენ.

    მოსახლეობის ნაწილი, კორპუსიდან მაქარაშვილის გასახლებას ითხოვს, ვინაიდან მისი მრევლი 24 საათიან რეჟიმში დგას კორპუსის წინ, მღერიან სხვადასხვა სიმღერებს და ყვირიან - "გაუმარჯოს მეფე ნარიმანს"!

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვები ეზოში სათამაშოდ ვეღარ ჩაჰყავთ, რაიმე პრეტენზიის შემთვევაში კი ნარიმან მაქარაშვილის მრევლი მათ მიმართ აგრესიას ავლენს.

    "მსგავსი ფაქტი არც გამიგია, არც მინახავს. უკვე მეტისმეტად აუტანელია ის, რაც აქ ხდება ამ უბანში. ის რომ ყოველღამით მღერიან, სანთლებს ანთებენ (ხან იქვე მდგარ მანქანებზე აკრავენ სანთლებს) ის, რომ ზაფხულში ეზოში ბავშვებს ვერ უთამაშიათ (ხან ბურთს ართმევენ ხან საყვედურობენ, რომ ლოცვაში და სიმღერაში ხელი ეშლებათ), მაგრაამ რაც ეხლა ვნახე აი ყოველგვარ ზღვარს გადასულია და მინდა გაგიზიაროთ (მრევლმა ნარიმან მაქარაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან სიმღერის თანხლებით ცაში მანათობელი ბუშტები გაუშვა და ფეიერვერკები ისროლა - ნახეთ ვიდეო).

    პატრულის გამოძახების შემთხვევაც არაერთხელ ყოფილა, რადგან აგრესიით გამოირჩევიან თუ მოსახლეობამ შენიშვნა მისცა. ასე მიულოცეს ბერ ნარიმან-ნიკოლოზს დაბადების დღე, შეძახილებით დიდება მეფეს! ამ წუთებში ისეთი ღრეობაა გამართული უბანში რომ", - წერს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

    "ამათთან ბრძოლა რა ძალისხმევას მოითხოვს, არ იცით. ჯერ დიდუბეში, ორი წელი იბრძოლა მოსახლეობამ, რომ იქიდან გადასულიყო, აკლებული ჰქონდათ იქაურობა ამათ და მერე ნარიმანმაც ლამის, მოკლა იქაური მეზობელი, ჩაქუჩი ჩაარტყა თავში. მერე კეკელიძეზე გადავიდა და იქ იმართებოდა ცირკი და ხალხი ბინებს ჰყიდიდა ამათ გამო".

    "უაგრესიულესი სექტაა, სულ ასე კი არ მღერიან, წიხლქვეშ გაგიგდებენ, წინააღმდეგობა თუ გაუწიე".

    "კეკელიძეზე ფანჯრიდან ყრიდა ნაგავს და ესენი აგროვებდნენ წმინდა ნაგავიაო. საჭმლის ზეთს ასხავდა და ბამბით იღებდნენ და ბავშვებს აცხებდნენ. გჯერათ? არც მე მჯეროდა".

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    Luka choxeli   (22.11.2019)
    ➡️ეს ვიდეო ყველამ ნახეთ!! კადრები სავადმყოფოდან!! იმედის ჟურნალისტების მიერ დაზარალებული მორწმუნე https://www.facebook.com/1585799438189518/posts/2111123308990459?vh=e

    ია   (20.11.2019)
    მამა გაბრიელსაც არ აკლებდნენ მსგავს ბრალდებებს.ისე უნდა მიეთითოს ვინ წერს ,რა სულია ამის დამწერი რომ ვიცოდეთ.

    ს ი ც რ უ ე ა   (20.11.2019)
    ეს პიროვნებები ვინც ამას ამბობს ნიკოპლოზზე დაზუსტებით ვიცი ეს ოჯახი საკუთარ შვილებს აბვოზავებენ, ყავთ რამდენიმე შვილი და საკუთარ სახლში ირებენ შვილების საყვარლებს, დედამისი კიდე ვითომ ჟურნალისტი, ე კაცი აგინებდა ნიკოლოზს, რომელიც ლივტის კარს ჭედავდა, ამ ნიკოლოზმაც ხელი მოიქნია და ეს ჩაქუჩი შემთხვევით მოხვდა და ამის კახპა შვილმა ვითომ ჟურნალისტი რომ გონია თავი გააბაზრა... ეს ლივტი კიდე, რომელსაც ეს ნიკოოზი ჭედავდა მეორე დღეს ჩამოვარდა.... დასკვნები თქვენ გააკეტეთ... რუსტავში ეს ოჯახი ყველამ იცის რა კახპები და ნაძირლები არიან ეს საკუთარი შვილების გამბოზებლები

    Gia   (20.11.2019)
    Dasirebulta seqtaa.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×