რეზონანსი
20.11.2019

  ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას გულმკერდისა და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.

,,27 წლის მამაკაცს თავის ქალის ტრავმა აქვს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღე ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება"- განაცხადეს ბათუმის ,,მედ-ცენტრში".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×