სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

      ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია თანატოლებს ურჩევს, მშობლებთან მეტად გახსნილები იყვნენ და მათი პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ.

    კალანდიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ „ინტერპრესნიუსმა" ჩაწერა. ბრალდებულის თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ თანატოლებთან არსებულ პრობლემებს თავად მოაგვარებდა.

    „ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ როდესაც მქონდა შანსი, მშობლები არ ჩავაყენე საქმის კურსში და ვიფიქრე, რომ ჩვენ, ბავშვები თვითონ შევძლებდით დალაპარაკებას მშვიდობიანად, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

    ვფიქრობ, რომ არ ვარ იმ ასაკში და იმ გამოცდილებისა და ცოდნის პატრონი, რომ ჩემს თანატოლებსა და უმცროსებს რჩევა-დარიგებები ვაძლიო, მაგრამ გულით რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში. ეს აუცილებლად აღკვეთს იმ მრავალ პრობლემას, რომელიც მოზარდებს გვაქვს", - აცხადებს კალანდია.

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×