სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

    ჟურნალისტი ანი აშორდია 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ისტორიას იხსენებს და ერთ-ერთ სპეცრაზმელს გადარჩენისთვის მადლობას უხდის:

    „სპეცრაზმელს! გამარჯობა, უცნობო! მე „POSTV-ახალი ამბების“ ჟურნალისტი, ანა აშორდია ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს პოსტს, რომელიც შენ გეკუთვნის, კითხულობ.

    მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც მე და ჩემს ოპერატორს დაშლის დღეს (18 /11/2019) გადაგვხდა. მინდა მოგითხროთ ერთ სპეცრაზმელზე,რომელმაც ჩვენ (მე და ჩემი ოპერატორი) გადაგვარჩინა.

    პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და ლევანი, ვიღებდით  პიკეტირებული პარლამენტის შენობის კადრებს, ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი დავინახეთ, რომელმაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით სვლა დაიწყო.

    ჩვენ, ისევე როგორც ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელმა, დავიწყეთ კადრებისა და სინქრონების გადაღება და აღმოვჩდით სრულ ვაკუუმში. მარცხენა მხარეს სპეცრაზმელები, მარჯვნივ – აქციის მონაწილეები, უკან კი – პარლამენტის შენობა. ისეთი ჭყლეტა იყო, აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვხედავდი.

    ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ცხოვრებას ვასრულებდი. მოკლედ, იმდენმა ფიქრმა გამიელვა თავში, იმდენმა გრძნობამ მომაკითხა და იმდენმა ინსტინქტმა მომიკაკუნა კარზე, რომ კონცენტრაციის უნარიც კი დავკარგე, ვეღარ ვახერხებდი საკუთარი თავის ხელში აყვანას. წარმოიდგინეთ, მე და ლევანი ვართ ყუთში, საიდანაც გამოსვლას ვერ ვახერხებთ და თან შიგნით ვიჭყლიტებით.

    ამ ფიქრებში და გრძნობებში ვარ და უცბად, ანგელოზად მომევლინა სპეცრაზმელი, რომელმაც ვაკუუმიდან ჩვენი გამოყვანა სცადა. პირველ რიგში, ხელი მოგვკიდა და გაგვიყვანა ამ საშინელი ჭყლეტიდან. შემდეგ ჩემს ოპერატორს დაეხმარა, რომ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ბოძზე ასულიყო. ლევანი მაღალი ბიჭია, მაგრამ მასაც კი სპეცრაზმელის დახმარება დასჭირდა ბოძზე ასვლაში. მე? მე ლევანი მეძახის, ხელს მიწვდის და ჩემს ათრევას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. ეს რომ დაინახა (იგივე სპეცრაზმელმა), შემობრუნდა, დაიჩოქა, ფეხი გაამაგრა და მანიშნა, რომ შემეძლო დაჩოქილ ფეხზე დამედგა ჩემი ჭუჭყიანი კედები, ასეც მოვიქეცი და გავედი სამშვიდობოს, პარლამენტის ბოძზე.

    საჯარო მადლობა მინდა გადაგიხადო შენ!

    მადლობა გადარჩენისთვის!

    ჩემი დღის გმირი ხარ!

    P.S. შინაგან საქმეთა სამინისტრო. იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ჩემი საჯარო მადლობა გმირ სპეცრაზმელს“, – წერს ჟურნალისტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
    ჩაწერა სახელი
    ......   (21.11.2019)
    ძალიან კარგი ისტორია და მშვენიერი ჟუტრნალისტი! ის დაწერა რაც შეემთხვა! "კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა"! მოეშვით ამ უაზრო კომენტარებს! ისედაც გასაგებია ვინც წერთ ამ შეურაწმყოფელ კომენტარებს! არ ხართ ღირსი ყურადღება მიიქციოთ!სასაცილოები ხართ!გამწარერებულებო არ გამოგდით არაფერი, ტყუილად წვალობთ! თქვენი ხემძღვანელებს მიეცით ტ...ი და მართლაც დაგაფინანსებენ, მაგას მიჩვეულები ხართ!თქვენზე უარესი ამ ქვეყანას არაფერი არც არის და არც იქნება!

    ჰეჰე   (20.11.2019)
    ცუნცულ ამ ბოღმა ტელევიზიის მეპატრონეს რამიშვილს, აძლევ ანუ ტრაკს ხოო იასნია ? აბა ისე არ მიგიყვანდა თავის ღვარძლივიზიაში

    realoba   (20.11.2019)
    ამაზრზენი რამიშვილის ამაზრზენი ტელევიზიიის ამაზრზენი ვითომ ჟურნალისტი

    .............   (20.11.2019)
    POSTV ? და ამ ბოღმა ღვარძლიან იმ ფულის გამომძალველის ვითომ ტელევიზიის ჟურნალისტი ტავს ჟურნალისტს ეძახი? ღვარძლიანო ქოცების მონა ნეტა გადაეთელე საერთოდ !!!!!!!!!!!!!

    nwnw   (20.11.2019)
    postv ეს შალვა რამიშვილის ტელევიზია არ არის? რაღაც შალვას დაწერილ ისტორიას გავს. რაღა ამ ტელევიზიის ჟურნალისტს და ოპერატორს დაეხმარეს. სხვას თავზე გადაუარეს,

    lekso kutaisi   (20.11.2019)
    ra knas specrazma rasac avaleben aketeben specrazmhi ro vajkacebi arian iseti vajkacebi bevri ikos neta

    Ketino   (20.11.2019)
    Gmirebi yvela drosh arian.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×