სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

     

    „ტვ პირველის" გადაცემა „რეაქციაში" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.

    მისი შეფასებით, საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება გახდა მიზეზი ისა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს ყველა თანამდებობა, რაც უმრავლოსობასთან და პარლამენტთან აკავშირებს.

    გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „გაიყარა თუ არა ივანიშვილისა და ჩუგოშვილის გზები"? - უმრავლესობის ყოფილი ლიდერი პასუხობს:

    „მე დავტოვე ყველა თანამდებობა და უმრავლესობის რიგები, ამდენად შეიძლება ითქვას, რომ გაიყარა".

    ის ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შენობების ბლოკირება არაკანონიერია.

    „ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა სწორი არ მგონია, რადგან ეს ფორმა უკანონოა. სამწუხაროა, რომ პოლიციის გამოყენება საჭიროა მაშინ, როცა პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში" - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

    შეგახსენებთ, თამარ ჩუგოშვილმა მას შემდეგ დატოვა უმრავლესობის რიგები, რაც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ***   (20.11.2019)
    მე კიდევ შენი წარსულის პატრონი რომ გვერდით დაგიყენა ის მიკვირდა ყოველთვის

    მედეა   (20.11.2019)
    მე მიკვირდა- შენ, თინა ხიდაშელი და ნინო ლომჯარია როგორ დაგიყენათ გვერდში. კ ა დ რ ე ბ ი ს შერჩევა არ იცის ივანიშვილმა, არც ზვიადმა იცოდა, ჰოდა, მათი ეს სუსტი მხარე- მწარედ სანანებელი გაგვიხდა ჩვენ--ხ ა ლ ხ ს! კიტოვანმა იმ დროს უღალატა--შენსავით--როცა მეტად მძიმე ფონი იყო! შ ი ნ ა ა შ ლ ი ლ ო ბ ა ღუპავს ქვეყანას!

    lekso kutaisi   (20.11.2019)
    es kalbatoni erti nateli certili iko am sibnelehi rasac ocneba kvia

    ძუკუ   (19.11.2019)
    დიდი სიამოვნებით შევყრიდი ჩვენს გზებს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×