რეზონანსი
19.11.2019

  ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა სასამართლო, როგორც გუშინ სპეცრაზმი, არის ივანიშვილის მსახურებაში - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია. ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა დაავალა სასამართლოს, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას ადამიანებს, მისი თქმით, პროტესტი კიდევ უფრო მძლავრი იქნება.

"მინდა გაგახსენოთ სხვა საქმეები, ფარცხალაძემ სცემა ადამიანს, ისე ჩაატარეს მისი სასამართლო, რომ არც კი შეწუხებულან. ვასაძის რაზმის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანებს, მათ არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ, სიცილ-ხარხარით მოჰყავთ, ერთ საათში უშვებენ და ასლარიანი ჯარიმებით ათავისუფლებენ. ეს არის გაგრძელება სადამსჯელო ოპერაციის, თავისუფალი ადამიანების მიმართ, რომლებმაც განაცხადეს, რომ პიკეტი ჩაატარეს და კიდევ ჩაატარებენ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ამიტომ ივანიშვილმა დაავალა სასამართლოს, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას ადამიანებს. ამით ვერაფერს დააკლებთ ვერც ერთი დაკავებულს. ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო მძლავრი იქნება, მათი პროტესტი, პირველ რიგში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა სასამართლო, როგორც გუშინ სპეცრაზმი, არის ბიძინა ივანიშვილის მსახურებაში და არა კანონის. მოვიდნენ, პასუხი გასცენ, როგორ შეიძლება ასე, რომ სადამსჯელო ოპერაციას ატარებდნენ უკვე სასამართლოზე" - თქვა ხოშტარიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×