რეზონანსი
19.11.2019

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპოციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, "ქართული ოცნებიდან" დემონსტრაციულად წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

„ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ, ამის საშუალება თუ იქნება, კარგია. ეს არაა ჩვენი ამოცანა, დღის წესრიგი და ჩემი პოზიციები მაქვს. თუ პოზიციები გუნდში ფიქსირდებოდა და ნაწილობრივ გარეთ გამოდიოდა, ახლა ეს ვალდებულება აღარ მაქვს და ჩემს სათქმელს საჯაროდ აუცილებლად ვიტყვი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ, რომელიც იქნება კრიტიკულიც და კონსტრუქციულიც" - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×