სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

      ორშაბათს, 19:00 საათზე, აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო,-ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიღმელაშვილი მასშტაბურ აქციებს და პიკეტირების გაგრძელებას აანონსებს.

    „მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ , ჩვენვე შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლიტურად ზის კონსტიტუციაში.

    ჩვენ პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად უზრუნველვყოფთ . ხომ დაგვშალეთ გუშინ , ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება და თუ დეპუტატებს მოუნდებათ იქ შესვლა , ჯერ ქართველი პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ",-განაცხადა დიღმელაშვილმა.

    მისივე თქმით, შეიძლება გუშინ აქციის მონაწილეები არ იყვნენ გამარჯვებულები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იყო დამარცხებული და სხვა ყველაფერთან ერთად გუშინდელი დღესაც არ აპატიებენ.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.11.2019)
    ბავშვო, წინ ეღობები სახელმწიფოს განვითარებას, გ ი ყ ე ნ ე ბ ე ნ, გამოგწურავენ და გ ა დ ა გ ა გ დ ე ბ ე ნ. ჯანყით ქვეყანა არ აშენდება, პირიქით, 30 წელია ინგრევა-რყევებით. მორიგი ტალღა თქვენ ხართ. რა სიკეთე მოუტანეს წინა მოჯანყეებმა ჩვენს ქვეყანას? დესტრუქცია დ ა დ ე ბ ი თ შედეგს ვერ შობს. იგი უარყოფითი ძ ა ლ ა ა. ნუ ღებულობ დარტყმას თავზე, ცოდოები ვართ თქვენც, ჩვენც და რაც მთავარია სამშობლო ჩ ვ ე ნ ი !

    კოტე   (20.11.2019)
    ასეთი კარგი თუ იყო პროპორციული არჩევნები ხელისუფლებაში რომ იყვნენ რატომ არ შემოიღეს ახლა თავს რომ იკლავენ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×