რეზონანსი
19.11.2019

(რეზონანსი) თბილისში სადისტურად მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს:

"ცხოვრებაში არავისზე მითქვამს, მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი „ნათლია" იყო.

ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ. უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს. მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა. შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებ, რაშიც უნდა დაგჭირდეს, შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა, მრცხვენია. მრცხვენია საერთოდ, რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით, ახლა რასაც ვერ გიკეთებს, მერე გაგიკეთებსო. ისეთი რაღაც გამიკეთა, რომ გული მომიკლა. მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ, ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ, ხელი დააფაროთ. მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ, თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ", _ წერს facebook-გვერდზე სადისტურად მოკლული 36 წლის ნოდარ ცხადაძის პატარა ქალიშვილი ანა ცხადაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×