სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    (რეზონანსი) სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იყო, ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საპატიმროში არსებულ ვითარებას აპროტესტებდა.

    ბიძინაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობდა, რომ საპატიმროში "წითელი ჯვარი" მუდმივად უნდა შედიოდეს და არსებული პირობები უნდა გაუმჯობესდეს.

    როგორც ბიძინაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ჰყვება, იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს, თუმცა ექიმისთვის არ უჩვენებიათ. ვაჟა გაფრინდაშვილმა კი, რომელიც მისი თანამესაკნე იყო, ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და ბადრაგს ეუბნებოდა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაუშვებელია. ბიძინაშვილი ასევე იხსენებს, რომ საკანში ყოფნის დროს რამე აციებდა და თავს ცუდად გრძნობდა, ვაჟა გაფრინდაშვილი კი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×