სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    (რეზონანსი) სენსაციური აღმოჩენა ხარაგაულში - 100 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა.

    ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლიანები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. სწორედ ასეთი ამონიტები აღმოჩნდა სოფელ ლაშეში, სადაც როგორც მეცნიერ-თანამშრომლები ამბობენ, კერძო საკუთრებაა და სავარაუდოდ ნგრევას ვეღარ გააგრძელებენ.

    აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×