
(რეზონანსი) ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მოსახლების უმრავლესობამ არ იცის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების ნაკლი და უპირატესობა.
"დღეს რომ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა არის ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს. იმიტომ, რომ ვერ ერკვევა", - თქვა
მისი თქმით, "ზუსტად იცის, რა იცის ხალხმა და რა - არა" და გამოსავალი საზოგადოების ინფორმირებაა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მის გუნდშიც არიან თუ არა, ვინც არ იცის მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის განსხვავება, დეპუტატი ასე პასუხობს:
"დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტიც ბევრი მინახავს. ასე რომ, პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებე".
ონ.ჯი