რეზონანსი
19.11.2019

(რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება:

"ეს კვლევები არის ყოველთვის აცდენილი რეალობას, საბოლოო ჯამში, არის აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება ხოლმე არჩევნებში. აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. მათ კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს, შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამ კვლევებზე, ვიცით, რომ ეს არის ის კომპანიები, რომელბიც არიან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. „აიპიემი" არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, CRRC - მეორე განშტოებასთან, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის" ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი იყო კარგად გამოხატული გასულ დღეებში, ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5 000 კაცი იდგა მათ მიერ აქტივის ხარჯზე მობილიზებულ აქციაზე, შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50% -იან მაჩვენებლს. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროცესებისთვის, ვემზადებით და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან"- აცხადებს კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×