სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

     

    ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის განხილვა გამორიცხულია.

    მდინარაძის თქმით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკიური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მოცემულ ვითარებაში სხვა მოდელებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.

    „აღნიშნულ საკითხთან დაკვშირებული კონსტიტუციური ცვლილების არანაიარი რესურსი ამ მოწვევის პარლამენტს არ გააჩნია. გამორიცხულია ამაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ახლა მიდის კამათი, დისკუსია, რბილად რომ ვთქვათ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ 2020 წლისთვის უნდა იყოს პროპორციული, ვადამდელი და ასე შემდეგ. ახლა, ამ ფონზე, არ მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე - ამერიკულზე, ფრანგულზე, ბრიტანულზე, თუ ასე შემდეგ. გუშინ გვქონდა საუბარი. დიტო ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მეკითხებოდნენ ამ საკითხზე. ჩემი აზრი არის და იქნება ისევ ის, რაც იყო აქამდეც. ვფიქრობ, გუნდის აზრიც ეს იქნება. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს საქართველო პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

    „მგონია, რომ ძალიან ცხარე დისკუსია იქნება გუნდის შიგნითაც, რადგანაც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი აზრი გახმოვანდა, თუნდაც დისკუსიის გახსნაზე. ამასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნაც კი, მე პირადად მიმაჩნია აბსოლუტურად ზედმეტად. გასაგებია, ყველა მოდელი, მათ შორის ამერიკულიც, ბრიტანულიც არის ლეგიტიმური, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არ შეიძლება გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ" და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას ქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა" ,- განაცხადა მამუკა მდინარაძე.

    მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ საუბარია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებაში, რომელიც მათ ახალ ინიციატივას ეხება.

    შეგახსენებთ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, განცხადება დიმიტრი ხუნდაძის „ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×