სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

     

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი დამოკიდებულება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებზე არ შეცვლილა და მსგავსი კვლევებისადმი ნდობა არ გააჩნია.

    „ჩემი დამოკიდებულება, ჩვენი დამოკიდებულება იცით ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. დღესაც არაფერი შეცვლილა, ისევ იმ აზრზე ვარ. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს, რადგან ჩვენ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2012 წლამდეც და შემდგომ მოყოლებულიც, შეგიძლიათ ნახოთ, ყველა კვლევა რეალობისგან აცდენილი იყო.

    არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია „ქართული ოცნების" მიმართ და პირადად ჩემ მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია, რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ასეთი პროექტების განხორციელების დროს მოსახლეობას, ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს, რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმებს, თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

    ამასთან, კალაძის თქმით, ოპოზიციას ორჯერ მეტი რეიტინგი თუ აქვს, არჩევნები ჩატარდება და ისინი მოიგებენ.

    „ვთქვათ, თეორიულად ჩავთვალოთ, რომ ეს არის სწორი კვლევა. გამოკითხულებიდან რამდენმა იცის და რამდენი ერკვევა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის განსხვავებაში. იყო ეს კითხვა დასმული? ადამიანთან რომ მიდიხარ და რაღაცას ეკითხები, თუ არ იცის, რა პასუხი უნდა გაგცეს? თეორიულად რომ ავიღოთ, თითქოს სწორია ეს კვლევა, მაშინ, რატომ ნერვიულობენ? რა აქვთ სანერვიულო? თუ მთლიან ოპოზიციას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე" ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო. მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან.

    ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოსახლეობისთვის არის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. თვითონ საარჩევნო სისტემებს რაც შეეხება, რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეს დეტალურად, რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის. შეიძლება, არც უნდა იცოდეს, მათთვის არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც უნდა იქნეს მოგვარებული და რომელსაც ვაკეთებთ. არ ვეთანხმებით ოპოზიციას. ორჯერ მეტი რეიტინგი თუ აქვთ, პრობლემა არ ჰქონიათ, ჩატარდება არჩევნები და მოიგებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, 2012 წელს ყველაფერი ჯიბეში ედო ერთ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს - ტელევიზიები, პრესა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში.

    „მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, განსხვავებულ აზრს ვერ გამოხატავდა. ოჯახი არ დარჩენილა საქართველოში, ვისაც თავის თავზე, მეგობარზე, ნათესავები არ ეგრძნო ძალადობრივი რეჟიმი, რასაც წინა ხელისუფლება წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობის მხარდაჭერით მშვიდობიანად ზუსტად ამ სისტემით მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ასევე დემოკრატიულია. არ ვსაუბრობ იმაზე, რა დამოკიდებულება მაქვს, რას ვუჭერდი მხარს, არის ორი სისტემა, ორივე დემოკრატიული.

    სამი ათეული წელია, ამ სისტემით მივდივართ. მოსახლეობამ იცის, ვინ იქნება მისი წარმომადგენელი პარლამენტში, ეს სისტემა გუშინ ხომ არ მიგვიღია? გარკვეული ცვლილებები იყო ამ მიმართულებით და ახლაც იქნება ეუთო-ს მოთხოვნით, რომ ამ შერეულ სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, რაზეც პარლამენტი მუშაობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

    საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას" 15 პროცენტი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (19.11.2019)
    მალე დაგადაბენ ბორკილებს სამტრედიელო ყლეო. ვერ გიშველის იტალიური პასპორტი

    ლინდა   (19.11.2019)
    კარგი რა კახა, შენც ძალიან კარგად იცი, ყოველ დილით ადამიანების დიდი ნაწილი გამოღვიძებისთანავე შენს ბიძოს, ყველა პარლამენტარს, ვირთხა მინისტრებს, შენ და შენს ცოლს და ა.შ. თითოეულ თქვენგანს, ანუ ზნედაცემულ ქოცებს გულიანად, რომ აგინებს , ზოგი კი საშინელ წყევლასაც გიგზავნით( რაც პირადად მე არ მომწონს). აი ესა ხართ თავიდან ბოლომდე მანქურთებო და სინდისგარეცხილთა კასტა! თქვენი აღსასრული მოახლოვდა, გეშინოდეთ ხალხის რისხვის!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×