სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

     

    "პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში და დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", თუ როდის რას და სად გავაკეთებთ, რადგან აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი პირობაც დავდეთ",- ამის შესახებ "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრებენ.

    „ერთი რამ ცხადია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ამ გამოწვევას. ყველაფერს გავაკეთებთ რაც იქნება საჭირო და შეგატყობინებთ ჩვენი გეგმების შესახებ. ძალიან მალე იქნება მთავრობის სხდომა, მალე იქნება ბიუჯეტის მორიგი განხილვა, მალე იქნება სესია, საქართველოს პარლამენტის წევრებს კვლავ მოუწევთ პარლამენტის შენობაში შესვლა და ვნახავთ, როგორ მოახერხებენ",- განაცხადა რუხაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მიმინო   (19.11.2019)
    გაითვალისწინე ქ.მედეას რჩევა დაწყნარდით და დამშვიდდით ახალგაზრდები

    მედეა   (19.11.2019)
    ნოდარ რუხაძევ, დაგელოდება ბატონი ბიძინა, მას არსად ეჩქარება! შვილო, თქვენ და ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ბიძინა ივანიშვილს რა უჭირს! ეს აყალმაყალი, აურზაური და დესტრუქცია--ჩვენზე-უბრალო ხალხის ზურგზე- გადადის, გიგა ბოკერიაც, ნიკა მელიაც, ირმა ინაშვილიც და გია ვოლსკიც შესანიშნავად იქნებიან, მათ შემოსავლებს არაფერი მოაკლდება. ლ ა რ ი, ეკონომიკა, ტურისტები --მათი სადარდებელი არ არის, ეს დესტრუქცია ჩვენ უფრო სწრაფად გ ვ ა ღ ა რ ი ბ ე ბ ს. გთხოვთ, აქციის გახანგრძლივების გ ე გ მ ე ბ ის შედგენისას-- ზემოთთქმული ეს ჩემი აზრი გაითვალისწინოთ, ბ ა ვ შ ვ ე ბ ო, თქვენ დაუნდობლად გიყენებენ ი ს ი ნ ი და მაკო გომურივით გ წ ი რ ა ვ ე ნ ,თვითონ კი დაუზიანებლები რჩებიან!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×