სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

    „სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

    უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.

    საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.

    იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    gocha   (19.11.2019)
    Gadebon aba tu magrebi arian turkatshi an chrdilo koreashi erdoxani dik cheini imwamsve viris abanosh ukravda tavs

    მედეა   (19.11.2019)
    თუ ასეთი პანაცეა იყო ეს ჯანდაბა პროპორციული სისტემა--9 წელი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ვერ გადაგვიყვანეს მასზე?! ახლა რომ იჭრიან ვენებს--ვინ დაუშლიდა გიგი უგულავას, ან გიგა ბოკერიას ამის გაკეთებას? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნაციონალური მოძრაობის მ წ ა რ ე მოკავშირეა და მრუდე სარკეში გვაცქერინებს.ანალიზის უნარი- მათზე უკეთესი უბრალო გლეხსაც კი აქვს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×