სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    ბათუმელმა პოეტმა გენრი დოლიძემ ცნობილი და უკვე პოპულარული ფოტო სოციალურ ქსელში ასე დაასათაურა - „სხვა ვერაფერი შევძელი“.

    სპეცრაზმის წინ მწოლიარე პოეტი პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას ხნის და „აჭარა ტვ“- თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას სახელმწიფომ არჩევანის უფლება წაართვა და თავზე გადაუარა.

    „მე ვარ შეურაცხყოფილი, ხელისუფლებამ წამართვა არჩევანის უფლება და პროპორციული არჩევნების უფლება.  დავწექი და ჩემმა სახელმწიფომ გადამიარა თავზე“ - აცხადებს გენრი დოლიძე.

    შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები დაშალა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებულ კანონპროექტს პროპორციული არჩევნების სისტემის შესახებ აპროტესტებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×