რეზონანსი
18.11.2019

(რეზონანსი) ტრიპაჩა კალაძე, ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ კალაძე არსებულ პრობლემებზე ფიქრობდეს, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს.

„კალაძის სამარცხვინო ტრაბახი უბრალოდ მართლა სასაცილოა. მე მართლა გული მწყდება, იმის ნაცლად, რომ თბილისის მერი პრობლემებზე საუბრობდეს, რომელიც მათ შორის მან შექმნა, თუნდაც როდის უნდა დამთავრებულიყო ჭავჭავაძე, ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც მას ევალება.

ასევე მინდა აღვნიშნო ივანიშვილის სასარგებლოდ, რომ ერთი არნახული თვისება აქვს: ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი ბოლომდე ჩურჩხელასავით, რომ ყველა ბოლომდე გათხვრილი ჰყავდეს. კალაძის დღევანდელი განცხადება იყო ზუსტად ეს. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს ადამიანი არის უკვე სახიფათო. „ქართული ოცნების" ამომრჩევლებს მინდა მივმართო, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის არის სახიფათო,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×