სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

    (რეზონანსი) „მას პირველად 2018 წლის აგვისტოში შევხვდი, იმ დღესვე შეგვიყვარდა ორივე მხარეს ერთმანეთი", - გუშინ, ატენის ქუჩაზე მოკლული ლექტორის გარდაცვალებას მისი ყოფილი მოსწავლე, მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    „როცა აბიტურიენტობის წელი დაიწყო ირინესთან სიარულიც სისტემატიური გახდა, შევისისხლხორცეთ ერთმანეთის ყველაფერი კარგი და ცუდი. არ მახსენდება მისგან ნეგატივი ან პესიმიზმი. ირინეს ბოლო დაბადების დღესაც ერთად შევხვდით. ნეტავ სცოდნოდა რამდენად ლამაზი იყო შინაგანი/გარეგანი სილამაზით. ჩემი ირინე, ძალიან განსაკუთრებული ირინ, მჯერა, სამუდამო სიყვარული გვაკავშირებს მასთან" - წერს მარიამ გველესიანი.

    გუშინ, ატენის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში სამი ცხედარი ნახეს. სამივე ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია დედა - ირინე გედევანიშვილი და მისი შვილები - თაკო და ლევან აბაშიძეები.

    პირველადი ვერსიით, ბიჭმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ და, ბოლოს კი თავი მოიკლა.

    მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დამამძიმებელი გარემოებებით.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×