სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

    (რეზონანსი) სამარის ოლქში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ნადირ ისმაილოვი, კრიმინალურ წრეებში, ლოტუ გული დააკავეს.

    რუსეთის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში აღნიშნავენ, რომ დაკავებული, 1962 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში მკვლელობისთვის საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული.

    ამჟამად, დაკავებულის მიმართ საექსტრადაციო შემოწმება ტარდება.

    ისმაილოვი ერთ-ერთ უსასტიკეს და ავტორიტეტულ ე.წ. კანონიერ ქურდად ითვლება.

    22 წლის ასაკში ის ქურდობებისთვის, ძარცვისთვის, ადამიანების გატაცებისთვის და სხვა დანაშაულებისთვის გაასამართლეს. კოლონიაში ყოფნის დროს, მან დიდი კრიმინალური იმპერიის შექმნა შეძლო.

    2017 წლის შემოდგომას ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

    2018 წლის ოქტომბერში, თურქეთის პოლიციამ ლოტუ გული სტამბოლში დააკავა.

    Kvira.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×