სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

    (რეზონანსი) პარლამენტთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხადა - შენობაში დეპუტატი რევაზ არველაძე არ შეუშვეს.

    არველაძის თქმით, ის არავის გაუფრთხილებია, რომ პარლამენტში არ უნდა მისულიყო. ამის შესახებ დეპუტატმა „პრაიმტაიმთან" განაცხადა.

    „არავის გავუფრთხილებივარ, რომ არ უნდა მივსულიყავი. არც მჭირდებოდა გაფრთხილება. მე მივედი იქ, სადაც ვმუშაობ. კანონპროექტი უნდა განგვეხილა, რომელზეც შენიშვნები მქონდა გაგზავნილი და მაინტერესებდა, გაითვალისწინეს თუ არა. არ ვიცოდი, რომ ყველა შესასვლელი იქნებოდა ჩაკეტილი. არ მქონდა სრული ინფორმაცია. არ ვიყავი აქ.

    გუშინ ჩამოვედი, დავიძინე და დღეს მოვედი სამსახურში. სულ ეს იყო. ამათ კი, არ ვიცი, რა ჩაიდინეს. ფიზიკურად შემეხნენ. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ერთ-ორს გავუსწორდებოდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ. მთლად დალაგებული არ არის ეს ხალხი. გამომეკიდნენ. ველურ ოჯახში გაზრდილებივით იქცეოდნენ." - განაცხადა არველაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ჭიჭიკო გოგოლი   (18.11.2019)
    სად იბადებით ეგეთები? მოხუცთან მაგრები ხართ ჯოგით. ან აქ რაებს წერთ მოხუცის ცემაზე, რა ჯიშის ხართ???

    ლინდა   (18.11.2019)
    კარგი რა, სირცხვილია ამხელა კაცი ხარ და მთლად ფსკერამდე ნუ დაეშვები.

    ИНЦИТАТУС   (18.11.2019)
    Арвел! вис гаусцордебоди, рас гаусцордебоди? Ерти куана берикаци хар. Парт билети ар дагекаргос каргад шеинахе, дагчирдеба родесац емиграциаши гадабаргдеби, тан шеидзлеба "шахис цолобасац гамокра хели".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×