სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

    ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ატენის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ვერსიებში ნარკოტიკიც ურევია.

    „კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია ატენზე - ვერსია ბევრია, თუმცა ნარკოტიკიც ურევია ამ ვერსიებში და ისევ ამფეტამინს ან ბიოს ან სააფტიაქო ნარკოტიკებს ასახელებენ. იმედია, ექსპერტიზა დაადგენს ნამდვილ მიზეზებს, თუმცა ნებისმიერ ამ ტიპის ნარკოტიკს შეეძლო გამოეწვია უკონტროლო აგრესიული ქმედება და ფსიქოზი! საგანგაშოა მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისევ არსებობს აფთიაქები, რომლებიც ყიდიან სიკვდილს, არიან კოლეგები, რომლებიც გარკვეული საფასაურის გამო უწერენ ამ პრეპრატებს და წუთითც არ ფიქრდებიან რას აკეთებენ. მიწაშია ჩამარხული ბევრი ნარკოტიკი და ელოდება თავის მყიდველს! რა არის გამოსავალი - დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი და კანონის შეცვლა, მაგრამ სად გვცალია მაგისთვის“ - წერს ნარკოლოგი

    გუშინ ატენის ქუჩაზე 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე მოკლეს. გარდაცვლილია ლევან აბაშიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ლონდონიდან ჩამოვიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×