სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

     რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, შესაძლოა პარლამენტის მუშაობა შეფერხდეს. 

    აქციის მონაწილეებს პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. შეშისა და ქვიშის ტომრების გარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებს ბოქლომები ადევს.

    განრიგის მიხედვით, ბიუროს სხდომა დღეს 15:00 საათზე უნდა გაიმართოს, მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი. 

    დემონსტრანტები ამბობენ, რომ ბიუროს სხდომის ჩასაშლელად ისინი პროტესტის ყველა ლეგიტიმურ ფორმას გამოიყენებენ.

    უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ნორმალურ ფუნციონირებას აუცილებლად გააგრძელებს, რადგან სწორედ ეს არის ხალხის სურვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (18.11.2019)
    დროულად გახსენით ბ ო ქ ლ ო მ ე ბ ი და პასუხისგებაში მიეცით წამქეზებლები, მტერს მტრულად უპასუხეთ. კანონი კანონია!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×